ვაკანსიები

ოპერაციების მენეჯერის (ბექ-ოფისი / გაყიდვების მხარდაჭერა)
UG Lubricants LLC – ზეთებისა და საპოხი მასალების პირველი და ერთადერთი მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებელ თანამშრომელს ოპერაციების მენეჯერის (ბექ-ოფისი / გაყიდვების მხარდაჭერა) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები მოიცავს გაყიდვების პროცესების ყოველდღიურ ადმინისტრაციულ და საოპერაციო მხარდაჭერას, მომხმარებლების შეკვეთების მიღებას, დამუშავებასა და შესრულების კოორდინაციას, კომერციული და სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადებასა და ადმინისტრირებას, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, ლოგისტიკურ პარტნიორებსა და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, ადგილობრივი და საერთაშორისო მიწოდების პროცესების მონიტორინგს, ERP/CRM სისტემებში მონაცემების მართვასა და ანგარიშგების მომზადებას, ასევე გაყიდვებისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობასა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვას.
  1. გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
  2. ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
  3. განვითარება: ადგილზე ტრენინგი, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  4. სტაბილური დასაქმება თანამედროვე კომპანიაში, მეგობრული გუნდი + ჯანმრთელობის დაზღვევა
გაყიდვების მენეჯერი / ექსპორტ მენეჯერი
UG Lubricants LLC – ზეთებისა და საპოხი მასალების პირველი და ერთადერთი მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებელ თანამშრომელს ქუთაისში გაყიდვების მენეჯერი / ექსპორტ მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოებას, ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და ინვოისების გაფორმებას, მიწოდების პროცესის ორგანიზებას და თანამშრომლობას გადამზიდავებთან და ექსპედიტორებთან. პოზიცია გულისხმობს მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გადამოწმებას და მათი გადაცემას კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში, განბაჟებისთვის პაკეტდოკუმენტების მომზადებას და საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობას. ასევე მოიცავს პროდუქციის პოპულარიზაციაში მონაწილეობას, საგამოფენო აქტივობების ორგანიზებასა და მონაწილეობას, ასევე დებიტორული დავალიანებების მუდმივ კონტროლს. ამ პოზიციისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა ბიზნეს დონეზე.
  1. გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
  2. ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
  3. განვითარება: ადგილზე ტრენინგი, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  4. სტაბილური დასაქმება თანამედროვე კომპანიაში, მეგობრული გუნდი + ჯანმრთელობის დაზღვევა
რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
UG Lubricants LLC – საქართველოში ზეთებისა და საპოხი მასალების პირველი და ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს მსოფლიო დონის პროდუქციას და უკვე წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს ქუთაისში მდებარე საწარმოში რეგიონული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მთავარი მოვალეობები მოიცავს კომპანიის პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით, აქტიური გაყიდვების განხორციელებასა და რეგიონული გაყიდვების პროცესის მართვას, ახალი კლიენტებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, არსებული კლიენტების ბაზის განვითარებას, მომხმარებლებთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების წარმართვას, კომერციული პირობების შეთანხმებასა და ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობას, გაყიდვების გეგმების შესრულებას, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზს, გაყიდვების ანგარიშების მომზადებას, დებიტორული დავალიანებების კონტროლსა და კომპანიის პროდუქციის წარდგენას საქმიანი შეხვედრებისა და პრეზენტაციების ფარგლებში.
  1. გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
  2. ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
  3. განვითარება: ადგილზე ტრენინგი, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  4. პირობები: სტაბილური სამუშაო თანამედროვე საწარმოო კომპანიაში დამხმარე გუნდთან+ ჯამრთელობის დაზღვევა
ქიმიური ანალიზის ლაბორანტი
UG Lubricants LLC – საქართველოში ზეთებისა და საპოხი მასალების პირველი და ერთადერთი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მსოფლიო დონის პროდუქციას და უკვე წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ ვეძებთ ყურადღებიან და პასუხისმგებლიან თანამშრომელს ქუთაისში მდებარე თანამედროვე საწარმოო ლაბორატორიაში ქიმიური ანალიზის ლაბორანტის პოზიციაზე. მოვალეობები მოიცავს ნედლეულის და მზა პროდუქციის ანალიზის ჩატარებას დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით, ტესტირების შედეგების დაფიქსირებას და ხარისხის კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. სამუშაო ასევე გულისხმობს თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებას, ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებაში მონაწილეობას, უსაფრთხოების სტანდარტებისა და შიდა დისციპლინის დაცვას.
  1. გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
  2. ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად 1000 ლარიდან
  3. განვითარება: ადგილზე ტრენინგი, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  4. პირობები: სტაბილური სამუშაო თანამედროვე საწარმოო კომპანიაში დამხმარე გუნდთან+ ჯამრთელობის დაზღვევა